პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა. პარლამენტის თავმჯდომარე ტაძარში პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.
"სვეტიცხოველი არის ჩვენი ერის სიმტკიცის და ძლიერი რწმენის სიმბოლო. დღეს აქ ვართ, რადგან კიდევ ერთხელ ვილოცოთ, რომ ღმერთმა გააძლიეროს მთელი ქვეყანა, რომ ერთიანობით, ძლიერი საზოგადოებით, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობით ჩვენ შევძლოთ ჩვენი რწმენის და იმ სიკეთის დაცვა, რომელიც წილად ხვდა ღვთისგან ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.