19 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელმა" და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა ეროვნული თანხმობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

"სტრატეგია აღმაშენებელმა" და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ ეროვნული თანხმობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

დოკუმენტი,რომელიც მოემსახურება განათლების სისტემის დეცენტრალიზაციას, დეპოლიტიზაციას და მოდერნიზების უმთავრეს პრინციპებს.

"ერთხელ და სამუდამოდ, ყველა მასწავლებელი პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლდება და იგრძნობს იმ თავისუფლებას, რომელიც მას სჭირდება, რომ აღზარდოს თავისუფალი თაობა. მეორე ეს არის, დეზენტრალიზება განათლების სამინისტროს ფუნქციების, რაც ნიშნავს რომ სკოლა, მასწავლებელი, დირექტორი ადილზე, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად გადაწყვეტს ყველა საკითხს და მესამე ეს არის, კონკრეტული მექანიზმები ჩადებული იმისთვის, რომ აღარასდროს, არავის არ ჰქონდეს შესაძლებლობა ვინმე დააშინოს, ვინმე მოხსნას,"- პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"ეს არის ისტორიული დღე, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოსაც კი არ ახსოვს, როდესაც წინასწარ ამბობს პოლიტიკური ძალა, პედაგოგებთან ერთად გადავწყვეტთ განათლების ბედს. ვიმუშეავეთ თვეების განმავლობაში ამ დოკუმენტს და ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათშორის სახელისუფლებოს ვუთხარით, თუ გინდათ განათლება იყოს წარმატებული, ჩვენ უნდა გვკითხოთ,"- ამბობს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.

დღის ამბები