07 მაისი 2024,   00:35
ვრცლად
ევროკავშირი 6 ფიზიკურ პირს და 1 ორგანიზაციას ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციებს უწესებს

ევროკავშირი 6 ფიზიკურ პირს და 1 ორგანიზაციას ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციებს უწესებს.

საფრანგეთის და გერმანიის რეგულაციების სიაში კი 9 ფიზიკური პირი მოხვდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები იმ კვლევით ინსტიტუტსაც დაეკისრება, რომელმაც მომწამვლელი ნივთიერების შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

ოფიციალურმა ბერლინმა და პარიზმა რუსეთს  საქმის გამოძიებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, მაგრამ მოსკოვი ოფიციალური ახსნა-განმარტებისგან თავს იკავებს.

დღის ამბები