თავდაცვის მინისტრმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმში დაცული ექსპონატები - გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერლის ღვაწლსა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის გენერალი მაზნიაშვილი სამაგალითოა.
სახლ-მუზეუმი 1990 წლიდან ფუნქციონირებს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა.