19 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძე ადამიანებს, რომლებმაც კოვიდინფექცია დაამარცხეს, პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში იმ ადამიანებს მიმართა, ვინც COVID ინფექცია უკვე გადაიტანა და სთხოვა, რომ მივიდნენ და ჩააბარონ პლაზმა, რომელსაც შემდეგ ინფიცირებულებს გადაუსხამენ. 

"დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების გადასხმა COVID ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში და ყველა მათგანი გადარჩა. ამას ვიყენებთ იმისათვის, რომ დონორები არ გვყავს. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა,თენგიზ ცერცვაძესთან საუბრისას განაცხადა, რომ ის პლაზმას აუცილებლად ჩააბარებს, რაზეც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება სხვებისთვის.

თენგიზ ცერცვაძის მოწოდებას, "დღის კურიერის" ეთერშივე გამოეხმაურა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძეც და აღნიშნა, რომ ის, როგორც COVID ინფექციაგადატანილი, მზად არის პლაზმა ჩააბაროს. 

 

 

 

 

დღის ამბები