19 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
საგანმანათლებლო დაწესებულებები, საკვები ობიექტები, საჯარო უწყებები - COVID-19 ის გავრცელების არეალი ქვეყნის მასშტაბით იზრდება

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება - როგორც სპეციალისტები ამბობენ, მეორე ტალღა დაწყებულია, პაციენტების სიმძიმის თვალსაზრისით შედარებით მსუბუქია, თუმცა ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე უფრო მარტივად გადადის. 

ეპიდსიტუაცია გართულდა თბილისში. დღეს დადასტურებული 680 შემთხვევიდან 44% თბილისს უკავშირდება. ვირუსი თბილისის მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. სპორტისა და განათლების სამსახურის 10 თანამშრომელი, რომელთაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, იზოლაციაშია

კორონავირუსი დღეს 24-ე, 94-ე, 186-ე და 195-ე საჯარო და ერთ კერძო - "მწვანე სკოლაში" დადასტურდა. ვირუსის გავრცელების რისკების გამო დღეს ახლად გახსნილი ახალი საბავშვო ბაღიც დაიხურა. 

ახალი ინფიცირების კერაა სამეგრელოში. ფოთში კორონავირუსი​ ერთ დღეში 116 პირს დაუდასტურდა. ყველა მათგანი "აჭარა ტექსტილის" თანამშრომელია. არ არის გამორიცხული, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

ინფექცია არის ყველგან - საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკვებ ობიექტებში, სხვადასხვა უწყებაში, დაწესებულებებში, ეკლესიაშიც. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტების მომატებულ რაოდენობას სისტემა უმკლავდება, მობილიზებულია, დაახლოებით, 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 000-მდე დაემატება.

დღის ამბები