19 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
გადაიყვანენ თუ არა კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძეს - ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია

მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ოჯახის ინფორმაციით, დამძიმდა. როგორც დეკანოზის ძმა ამბობს, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას. გიორგი მამალაძის ძმის ინფორმაციით, დეკანოზს ნევროლოგიურ გამოკვლევებს ხვალ "ავერსის" კლინიკაში ჩაუტარებენ.

კლინიკაში დეკანოზის გადაყვანას რამდენიმე თვეა ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC. მათ ბოლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებას აგვისტოში მიმართეს. ორგანიზაციის იურისტი ამბობს, რომ თანხმობა პენიტენციური სამსახურიდან სექტემბერში მიიღეს, გუშინ კი, თავად მსჯავრდებულმა დაურეკა და უთხრა, რომ 15 ოქტომბერს გამოკვლევები კლინიკაში ჩაუტარდებოდა.

გადაიყვანენ თუ არა ხვალ დეკანოზს N მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან კლინიკაში? არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხად სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში "კურიერს" უთხრეს, რომ მსჯავრდებული სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანას არ საჭიროებს, რადგან დეკანოზს ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშივე მიეწოდება.

დღის ამბები