დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიწყო, სადაც საქართველო ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგება. COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ფიზიკური სახით აღარ ტარდება. ღონისძიებების ნაწილი ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ, კულტურულ-სახელოვნებო სივრცეში Bookfest City -ის ფარგლებში გაიმართება, ნაწილი კი Bookfest Digital-ის ფორმატში ონლაინსივრცეში გადაინაცვლებს.
17 ოქტომბერს Bookfest Digital-ის ფორმატში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ონლაინრეჟიმში საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლე ფილმის ჩვენება გაიმართება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად ათასობით გამომცემელსა და ავტორს მასპინძლობს.