აუტიზმის ეროვნულ ცენტრს პირველი კოტეჯი გადაეცა. შენობა რაგბის კავშირმა აუტისტი ზმის მქონე მოზარდებისთვის ააშენა.
აუტიზმის ეროვნულ ცენტრს აშენებს „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“.
კოტეჯი წარმოადგენს აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელშიც აუტიზმის მქონე ადამიანები შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს. ასევე, კრიზისულ პერიოდებში, 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ, კოტეჯი მოემსახურება აუტიზმის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს, რათა დარეგულირდეს კრიზისული მდგომარეობა და ოჯახის წევრებს მიეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები.
აუტიზმის ეროვნული ცენტრი სხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად მოიცავს 6 კოტეჯს. მეორე კოტეჯს ასევე საჩუქრად აუტიზმის მქონე მოზარდებს უშენებს სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სი“, რომელიც დიდი ხანია თანამშრომლობს „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდთან“.