19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
როდესაც ბაღში კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევაც კი ფიქსირდება, ბაღი იხურება - თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გამო დედაქალაქში 14 საბავშვო ბაღი დაიხურა, მათ შორის არის 12 ინფიცირებული მასწავლებელი და 2 მოსწავლე.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის კახა გვანცელაძის თქმით, ყველა ბაღში მაქსიმალურად არის უსაფრთხოების ზომები დაცული, თუმცა როგორც კი ბაღში ერთი კოვიდინფიცირების შემთხვევაც დაფიქსირდება - ბაღი დაიხურება.

"14 ბაღში უკვე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა, მათ შორის 12 თანამშრომელია და 2 ბავშვი, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას. მაქსიმალურად გვყავს აყვანილი კონტროლზე და უსაფრთხოების ზომები არის მაქსიმალურად დაცული ყველა ბაღში. ვასრულებთ იმ რეგულაციას, რაც მიღებული არის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიერ. როდესაც ბაღში ერთი შემთხვევაც კი ფიქსირდება, ბაღი იხურება, ეს არის ჩვენი გაიდლაინი," - აცხადებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე.

დღის ამბები