19 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი "მითანას" და "ტკბილ ქვეყანას" ესტუმრა

"ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ნაძალადევის რაიონში მდებარე კომპანიებს "მითანას" და "ტკბილ ქვეყანას" ესტუმრა. 

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეკონომიკური განვითარება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას და ზრდას.

აღნიშნული კომპანიები ბაზარზე გამოჩენის დღიდან ინარჩუნებენ ზრდის ტენდენციებს. მათი უმთავრესი მიზანი უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოებაა. ორივე საწარმოში1000 - მდე ადამიანია დასაქმებულია. 

დღის ამბები