"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, დევნილ მებრძოლებს და ვეტერანებს შეხვდა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვეტერანების მხარდასაჭერად, სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა მათთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.