სარესტორნო ბიზნესი მთავრობისგან შეღავათებს ითხოვს. საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების პარალელურად ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს სარესტორნო ბიზნესის დახმარება, რაც რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს:
"ბანკებთან ურთიერთობაში დახმარება, საგადასახადო წნეხის მოხსნა, ეს იქნება, პირობითად, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, სანამ კოვიდსიტუაცია არსებობს, დღგ-ს გაუქმება... ამაზე აუცილებელია საუბარი, რომ უბრალოდ სფერო გადარჩეს და ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა არ დაკარგონ სრულად სამსახური," - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესის გადარჩენის მიზნით, შესაძლოა მათ თანამშრომლების ან ხელფასების შემცირება მოუწიოთ.