19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას მომზადებული ხვდება

რამდენად მომზადებული ხვდება ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას - შესაბამისი უწყების წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად ყოველდღიური ასობით ახალი შემთხვევისა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

დღესვე ბრიფინგზე განმარტეს, როგორია მკურნალობის პროტოკოლი, რომლითაც კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში ხელმძღვანელობენ. ასევე, დეტალურად ისაუბრეს, რომელ რეგიონში რამდენი კლინიკა და მათ შორის, რამდენი საწოლია მობილიზებული.

"თბილისში არის მობილიზებული 18 კლინიკა, საწოლების რაოდენობა 1987. აჭარაში არის 11 კლინიკა, საწოლების რაოდენობა 731. იმერეთში 10 კლინიკაა 644 საწოლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა 190 საწოლით, შიდა ქართლში 1 კლინიკა 164 საწოლით, მცხეთა-მთიანეთში 1 კლინიკა 111 საწოლით და გურიაში 1 კლინიკა 21 საწოლით. გარდა ამისა, ქვეყანაში მობილიზებულია სასუნთქი აპარატები 2 ათას 453 აპარატი აქვს ქვეყანას. კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდ სასტუმრო," - აღნიშნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ.

დღის ამბები