19 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
რა ზომებს უნდა მიმართონ პაციენტებმა, რომლებიც სახლში ან სასტუმროში მკურნალობენ - ჯანდაცვის უწყების განმარტება

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მკურნალობის პროტოკოლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

ეკატერინე ადამიას განმარტებით, პაციენტი, პირველ რიგში, უკავშირდება 112-ს და გამოხატული სიმპტომების შესახებ ინფორმაციას აწვდის, რის შემდეგაც ოჯახის ექიმი შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.  

"პაციენტი უკავშირდება, პირველ რიგში, 112-ს და 112-ის საშუალებით ეს ზარი გადამისამართდება შესაბამისი ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმთან, ოჯახის ექიმები ადგილზე მართავენ ამ პაციენტებს, ისინი აიდენტიფიცირებენ, სჭირდება თუ არა ამ პაციენტს ტესტირება. იმ შემთხვევაში თუ ტესტირება არ სჭირდება და ბინაზე მეთვალყურეობას საჭიროებს, ისინი მეთვალყურეობას ახორციელებენ ორი კვირის განმავლობაში ყოველ მესამე, მეექვსე ან მეცხრე და ა.შ. დღეს დარეკვით პაციენტებთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არის კოვიდდადასტურებული და მას ბინაზე მართავს ექიმი, ამ შემთხვევაში მას უკავშირდება ექიმი ყოველდღიურად," - აცხადებს ეკატერინე ადამია. 

დღის ამბები