საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 19:20 საათზე, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 23 კმ-ში, ქალაქ თეთრიწყაროსთან მოხდა.