ფოთში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგს კოვიდინფექცია დაუდგინდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, სკოლის დირექცია ეპიდემიოლოგების მითითებების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვით სკოლის დახურვასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგებმა უნდა ურჩიონ სკოლის დირექტორს რა ქნან. სავარაუდოდ, თუ ბევრი კონტაქტი არ ყავს ინფიცირებულს, ამ ერთი შემთხვევის გამო ვერ შევწყვეტთ სწავლას. ის კლასის ხელმძღვანელი არ იყო და როგორც ვიცი ბევრი კონტაქტი არც ჰქონია. დირექტორს დაუკავშირდებიან ეპიდემიოლოგები და ამის შემდეგ სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მესამე სკოლას, გადაწყდა, რომ კიდევ ერთი კვირით, 26 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს დისტანციურად სწავლა. სხვა სკოლებში სიმშვიდე გვაქვს," - განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, გოჩა ქორქიამ.