19 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დავით ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოკითხა

გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დავით ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოკითხა. "კურიერის" ინფორმაციით, გამოკითხვა ხიდაშელის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა. სხვა დეტალები უცნობია.

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკები გადასცა, "კურიერს" ექსკლუზიური ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდა.

ბიზნესმენი საგამოძიებო ორგანომ სწორედ, "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ გამოკითხა. დავით ხიდაშელმა ირაკლი იმნაიშვილთან ინტერვიუში რუკების მოძიების პროცესზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებულ ამერიკულ რუკაში, რომელიც მანამდე არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - მკაფიოდ არის ნაჩვენები, რომ საზღვარი საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთა უდაბნოსთან გადის.  

დღის ამბები