თერჯოლაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსირდა.
გარდაცვლილია 71 წლის ქალი, ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.