20 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
2 ოპერაციის შემდეგ ისევ მძიმეა საგარეჯოში ჯგუფურად ნაცემი 18 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა

2 ოპერაციის შემდეგ ისევ მძიმეა საგარეჯოში ჯგუფურად ნაცემი 18 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა.

ის კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. დაზარალებულის ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია თავდასხმის მოტივი.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თავდამსხმელებს არ იცნობდა. დაზარალებულს თავს, რამდენიმე პირი მისივე სახლის ეზოსთან დაესხა, მანქანა დააჯახა, შემდეგ კი ქვებით გაუსწორდა. 

პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა კაცმა თანასოფლელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა, ბრალდებული კი სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს. გრძელდება გამოძიება 126 მუხლით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს მოქმედებები სხვა პირების გამოსავლენად.

ამავე თემაზე
დღის ამბები