კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სამების საკათედრო ტაძარში წირვა დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა. მსახურების წინ ჩატარდა დეზინფექცია.
საპატრიარქოს პრესმდივნის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ.
რეკომენდაციები გულისხმობს პირბადეების ტარებას და დისტანციის დაცვას.
არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი მამა იოანე (მჭედლიშვილი) აცხადებს, რომ ტაძარს ჩაუტარდა დეზინფექცია და მრევლი დისტანციას იცავს.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
მეუფე თეოდორე კი აღნიშნავს, რომ მრევლიც და სამღვდელო პირებიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, შესაბამისად, მისი თქმით, დღევანდელი წირვაც დისტანციის დაცვით ჩატარდა.