19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა... ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია... კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს," - წერს დეპუტატი. 

აღსანიშნავია, რომ წილოსანი პარასკევს "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებებს ესწრებოდა გურიაში. თუმცა წილოსანი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ იმ  დღეს ყველასთან კონტაქტი ჰქონდა პირბადით, დისტანციის დაცვითა და მინიმალური დროის მონაკვეთით.

დღის ამბები