19 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
360 ახალი შემთხვევა და 172 გამოჯანმრთელებული - ეპიდვითარება აჭარაში და ვირუსის სტატისტიკა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 172 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 5191 პაციენტი. ბოლო 24 საათში აფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. Covid კლინიკებში 640 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 20 არასრულწლოვანი, 30 კი ორსული, რეანიმაციაში მოთავსებულია - 79 პაციენტი.

Covid სასტუმროებში 1003 ადამიანია მოთავსებული, მათგან არასრულწლოვანი  არის 82.  აჭარაში ბინაზე 1500-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 69 წლის კაცი გარდაიცვალა, აღნიშნული ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 

დღის ამბები