19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება გადავიდე, ტემპერატურა თამაშობს 37.3-დან 36.8-მდე - გენადი მარგველაშვილი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აცხადებს, რომ ის ამ ეტაპზე სახლში იმყოფება.

როგორც დეპუტატმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, კოვიდ - 19 მის შვილსაც დაუდასტურდა. 

"მე და ჩემს შვილს დაგვიდასტურდა, უფროსს ბიჭს. ნამდვილად არ ვიცი საიდან... ამ წუთას სახლში ვარ, მაგრამ შეიძლება გადავიდე. ტემპერატურა თამაშობს 37.3-დან 36.8-მდე. ვფიქრობ, რომ ფილტვებში მაქვს ცოტა პრობლემა. ყველა კონტაქტი დავასახელე, მაგრამ არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს სჭირდეს," - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

დღის ამბები