"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში ომის ვეტერანებს შეხვდა.
მათ ლევან ხაბეიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანო ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტდეს.
პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ენმ - ძალა ერთობაშია” ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
"ამ ადამიანების მხარდაჭერა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ქართველი კაცის მკერდი შეაფასა თვეში 6 დოლარად, სასაცილოდ აი ამდენს უხდის სახელმწიფო ომის ვეტერანებს,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.