19 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ასევე ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანია უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის პირობებში პანიკის დათესვა აბსოლუტურად მიუღებელია.

როგორც გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. 

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან უსაფუძვლო პანიკის სრულად. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებული იყო, ჩვენ ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები