19 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ქეიფებმა 22 საათიდან თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა, ვეთამაშებით ცეცხლს - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ, ვირუსის საუკეთესო თავდაცვის საშუალების, პირბადის გამოყენებისკენ კიდევ მოუწოდა.

"ეპიდემია არის შესული ესე ვთქვათ, გახურებად ფაზაში და ეს არ დამთავრდება, ერთ თვეში და ორ თვეში, ანუ, შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და შედარებით რთული ზამთარი გვექნება. მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ, გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და სწორი მართვით.

ვთქვით ბევრჯერ, რომ პირბადეზე უკეთესი არაფერი არაა. ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფმა 22:00 საათის შემდგომ გადაინაცვლა თბილისიდან მცხეთაში და ა.შ. ამის კეთება არ შეიძლება! ძალიან გთხოვთ, ვეთამაშებით ცეცხლს! ამ შეკრებების შემდეგ ხდება ძირითადი გავრცელება,“ - განაცხადა გამყრელიძემ. 

დღის ამბები