19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
შპს "კასარას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ცეზარ ჩოჩელს CO2-ის მომპოვებელ-გადამამუშავებელი ქარხნის თაღლითური გზით გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს

შპს "კასარას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანული თურქოშვილი, "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს და მისი გარემოცვის წევრებს, CO2-ის მომპოვებელ-გადამამუშავებელი ქარხნის მითვისებისა და თაღლითური გზით გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც "კასარას" დირექტორი აცხადებს, საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

"დღესდღეობით შპს "კასარას" ინვესტორ-პარტნიორი არის ცეზარ ჩოჩელის ცოლის ძმა, რუსეთის მოქალაქე, ვლადიკავკაზში მაცხოვრებელი გიორგი ჩიტიშვილი. ასევე ინვესტორები არიან პარლამენტის ყოფილი წევრები ოსეთში ხადარცევები. ჩოჩელმა და მისმა მხარდამჭერებმა ლომის წილი მონაწილეობა მიიღეს იმაში, რომ ეს კომპანია გაკოტრებულიყო, ფაქტობრივად მისი ქონების რეალიზაცია მომხდარიყო იძულებით და ეს ქონება ხელში ჩაეგდოთ ოს სეპარატისტებს," - აღნიშნა შპს "კასარას" დირექტორმა ნანული თურქოშვილმა.

რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელს, ის ყველანაირ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დირექტორის გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

"რა შუაში ვარ საერთოდ, რატომ აკავშირებენ ჩემს სახელთან, ან რანაირად უნდა შემეზღუდა, ან რანაირად უნდა გავაკოტრო, რა მექანიზმები მაქვს. რამდენი არჩევნებიც მოდის, 2016 წელს მაგ ქალბატონმა იგივე გააკეთა, ცეზარ ჩოჩელი მებრძვისო, რას ვებრძვი, რაში მჭირდება, როდის იყო CO2-ის ბიზნესით ვიყავი დაინტერესებული," - განაცხადა მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატი ბლოკიდან "ენმ-ძალა ერთობაშია" ცეზარ ჩოჩელმა.

დღის ამბები