გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები ისევ დავის საგანია. მას შემდეგ, რაც მთავარი ტაძრის ქვედა კალთების დახურვისთვის გამოყენებული კრამიტი გადახურვიდან 3 თვეში დასკდა, ჭერი დააზიანა, გაჟონილმა წყალმა კი ფრესკებს საფრთხე შეუქმნა, პროექტის ავტორებმა დროებითი გადახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ზამთრის სეზონის განმავლობაში გელათის ტაძარს თუნუქის სახურავი ექნება. მოგვიანებით კი, კვლავ შესაბამისი ხარისხის კრამიტით გადაიხურება.
ხარვეზები, რომლებიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებელმა მაქსიმალურად მცირე დროში უნდა გამოასწოროს.
თუმცა, დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფის გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ყოფნისას ადგილზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა.