19 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ექვსი თვის მანძილზე დასუბსიდირდება ყველა ტიპის სესხის პროცენტი - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და  ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ვაშაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროპელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი 5 მილიარდიდან, 500 მილიონი ლარით პრობლემური სესხების სუბსიდირებას აპირებს, ასევე მისი დაპირებაა, რომ ბანკებისგან და მიკროსაფინანსოებისგან შეჩერდება ქონებების გადაფორმება.

"ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ექვსი თვის მანძილზე დასუფსიდირდება ყველა ტიპის სესხის პროცენტი. ეს არის დაახლობით 500 მილიონი ლარი და ამის გამოყოფას ვაპირებ იმ ხუთი მილიარდიდან, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მოგვცეს. ასევე ექვსი თვის მანძილზე შეჩერდება ქონების გადაფორმებები და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ქონებას არ დაკარგავენ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები