19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
"როგორ დავუკავშირდე ვეტერინარს" და "რომელ საათამდე მუშაობს რესტორანი" - 112-ში 3 ათასამდე არამიზნობრივი ზარი შედის

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის (112) დირექტორი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ცენტრში დღის განმავლობაში 3 000-მდე არამიზნობრივი ზარი შედის, რაც ოპერატორის მოცდენას იწვევს. 

"მინდა გითხრათ, რომ სტანდარტულ პერიოდთან შედარებით, რა თქმა უნდა, გაზრდილია მომართვიანობა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გაიზარდა მომართვიანობა და დღის განმავლობაში ჩვენ ვპასუხობთ და ვღებულობთ 18 000 ზარს. მაგრამ უნდა აღინიშნოს ერთი მთავარი გარემოება. მიუხედავად ეპიდსიტუაციისა და ასეთი გადატვირთული ფონისა, კვლავ ძალიან აქტუალური არის არამიზნობრივი ზარები. ე.წ. ზარები, რომლის დროსაც ხდება ოპერატორის მოცდენა. დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დაახლოებთ 3 000 არამიზნობრივი ზარი. ისეთი ზარები, როგორიც არის მაგალითად - როგორ დავუკავშირდე ვეტერინარს, კონკრეტული რესტორანი რომელ საათამდე მუშაობს. ასეთი ზარები, რა თქმა უნდა, ქმნის შეფერხებას. ჩვენი თხოვნაა თითოეული მოქალაქისადმი, რომ მაქსიმალურად მიზნობრივად გამოვიყენოთ 112,“ - ამბობს გიორგი არსოშვილი. 

დღის ამბები