19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
"აქ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს პროფესიონალთან, მან იცის იარაღის მოხმარება" - უსაფრთხოების ექსპერტი

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, ლაშა პატარაია ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას "დღის კურიერში" ეხმაურება. ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბის დანაშაული საქართველოში დიდი ხანია, არ მომხდარა. მისი თქმით, სტატიკის მიხედვით, მსგავს დანაშაულებებში მონაწილეობენ ყოფილი სამართალდამცველები, ასევე - სამხედროები. ექსპერტი ვარაუდობს, რომ პირი, დიდი ალბათობით, პროფესიონალია. 

"სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულებებში, საუბარია საბანკო უსაფრთხოების დარღვევაზე შეირაღებული საშუალებით, მეტწილად ესენი არიან ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის - სამხედროები.

ჩვენ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს პერსონა არის სამხედრო, თუმცა, ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ყოფილი სამართალდამცავი. მაგალითად, პოლიციური სექტორიდან. იმიტომ რომ მან ჩაასწორა ერთ-ერთ ჟურნალისტთან კომუნიკაციის დროს ფრაზა - გამტაცებელი. და ეს რიტორიკა ჩემთვის მანიშნებელი იყო იმისა, რომ გარკვეული ბექგრაუნდი ამ სფეროში გააჩნდა და მოახდინა შესწორება.

რასაკვირველია, იარაღის ჭერის მანერა, ჩაცმულობა -  ეს ყველაფერი მეტყველებს ამაზე, თუმცა აქ ისიც აღსანიშნავია, რომ გასვლის სტრატეგია იყო საკმაოდ ბუნდოვნად წარმოჩენილი. ვგულისხმობ იმას, რომ მან ჯერ შესთავაზა ვერტმფრენით სარგებლობა და შემდეგ - სახმელეთო გზით გაყვანა. პირველი, რაც ცნობილია ჩემთვის, არის ის, რომ ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა პირველ სექტორში ფილიალის, სადაც არის განთავსებული ბანკომატები და სწრაფი გადახდის ტერმინალი, შემდეგ მოხდა უკვე მოვლენების ესკალაცია სწრაფ რეჟიმში. თუ შევაფასებთ მოვლენებს, აქ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს პროფესიონალთან, მან იცის იარაღის მოხმარება,“ - ამბობს ლაშა პატარაია.  

დღის ამბები