გორის რაიონული სასამართლო თარაშ კანდელაკის გახმაურებული საქმის არსებით განხილვას აგრძელებს. დღეს პროცესზე ის 2 მოწმე დაიკითხა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს და დანაშაულის ადგილი დაინახეს შემთხვევის დროს.
დღესვე, პირველად მივიდნენ სასამართლოს შენობასთან გარდაცვლილი ერეკლე თედიაშვილის ოჯახის წევრებიც. ისინი განსასჯელისთვის ბრალის დამძიმებას და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოკვეთას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ჩხუბი გორში რომელსაც 18 წლის ერეკლე თედიაშვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მოგვიანებით კი გარდაცვალება მოყვა 8 ივნისს რესტორან "ჟოზეფთან" მოხდა. ამ საქმეზე განსასჯელის სკამზე მხოლოდ 1 პირი, თარაშ კანდელაკის ზის.