მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს, "კურიერის" ინფორმაციით, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
შემთხვევა ავჭალის დასახლებაში ერთი საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი, რომელიც თეთრის ფერის ავტომობილში მოკლეს, თავად შეირაღებული იყო.
პირი, რომელმაც შუახნის მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.