დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა. როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდება.
ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო. 2020 წლის 24 ოქტომბერს ახალი მარშრუტები ემატება დღეისათვის მოძრავ მარშრუტებს; ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე. ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან
გადაცდომის და მგზავრის ფეხზე დგომის პრევენცია - მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგი განხორციელდება თანამედროვე GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით.
ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში: უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; სრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.