19 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
ავჭალაში მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ავჭალაში მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

"გარდაცვლილია 1 ადამიანი, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დამატებით დეტალებს ჯერჯერობით ვერ მოგაწვდით, რადგან ეს ხელს შეუშლის გამოძიება. მანქანა, სავარაუდოდ, ამ დროს გაჩერებული იყო," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს. მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.

დღის ამბები