ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ვირუსის დროს, თუ ადამიანს თანმხლები ქრონიკული დაავადება არ აქვს, არ უნდა ინერვიულოს და შეუძლია სახლშივე იმკურნალოს.
კულუმბეგოვი ამბობს, რომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, პაციენტს შეუძლია მშვიდად იყოს.
"მე, როგორც ექიმი ასე ვიტყოდი, ნებისმიერი უბრალო გაციებითი დაავადების დროს, გრიპის სეზონი, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს ველოდებით, თუ იქნება ნებისმიერი გაციებითი გრიპის ნიშნები, თუ ადამიანს სხვა რაიმე რისკის დამატებითი ფაქტორი არ აქვს, ასაკთან შეჯაჭული, ან რომელიმე ქრონიკული დაავადება, არ ინერვიულონ მათ. როგორც გაციებული ადამიანი ასე უნდა გავჩერდეთ სახლში, სითხეები დავლიოთ, ცხელი ჩაი მოვიდუღოთ, თუ სიცხე 38.5-ია ან მეტი დავლიოთ პარაცეტამოლი. 112-ში დაკავშირების შემდეგ, ოჯახის ექიმი დაგვიკავშირდება. ეს შეიძლება ვერ მოხდეს 3 ან 4 საათში, მაგრამ ეს არ არის სწრაფი და ელვისებული განვითარების ინფექცია, ამიტომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, კიდევ ერთხელ მშვიდად და წყნარად იყავით. აუცილებლად დაგირეკავენ, თუ არადა ჩვენი ყველას, ექიმის ტელეფონი ღიაა, სოციალური ქსელები არსებობს. ამიტომ არაფერი საგანგაშო არ არის, რომ 112 1 საათში ან 5 წუთში ვერ უკავშირდება," - განაცხადა კულუმბეგოვმა.
კულუმბეგოვი ასევე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს ინფიცირებული სტაციონარში.
"საშიშროება ერთადერთი არის სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება მჯდომარე პოზიციაში, როდესაც არ იტვირთება, თუ გულმკერდის არეში იგრძნო რაიმე ტკივილის ან მოჭერის მსგავსი შეგრძნება, ან ოჯახის სხვა წევრმა შეამჩნია რომ უჩვეულო სიფერმკრთალე აქვს, ან სილურჯე აქვს ტუჩების ირგვლივ, ასევე ცნობიერების დაბინდებას თუ გრძნობს, ეს არის ის ნიშნები, რომლის ფონზეც ნებისმიერი კოვიდ დაავადებული ადამიანი მიმართავს ექიმს ან გადადიას აუცილებლად სტაციონარში," - აღნიშნა კულუმბეგოვმა.