"ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს მოუწოდებს, წაღებული თანხით სამეგრელოს სოფლებში წისქვილი გახსნას.
"მივმართავთ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი, ჩაბარდეს და ის ფული, რომელიც ჩვენგან წაიღო- წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას," - აცხადებს თამარ ბელქანია ვიდეომიმართვაში.