მეორე დღეა სამართალდამცველები "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ეძებენ. ფაქტი ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საგანი გახდა.
შეფასებები "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან დილიდან ზუგდიდში გაკეთდა.
ხელისუფლების ოპონენტები დანაშაულის გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ. ოპოზიცია დამნაშავის დევნის არაეფექტურობაზე აკეთებს აქცენტს, რაც, მათ თქმით, ქვეყანაში კრიმინალს წაახალისებს. პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ამბობს, რომ უწყებამ ვერ შეასრულა ორი მთავარი ვალდებულება - დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის დაკავება.
ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბრით პასუხობს. "ქართული ოცნება" არ იზიარებს შეფასებას, რომ ქვეყანაში კრიმინალურმა შემთხვევებმა იმატა.