19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ქვემო ქართლში დაფიქსირებული 107 ახალი შემთხვევის ძირითადი წყარო საქორწინო სუფრა გახლავთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის მთავარი მოწოდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავებაა. ამირან გამყრელიძემ კონრეტულ მაგალითად ქვემო ქართლი მოიყვანა, სადაც ინფექციის გავრცელება საქორწინო სუფრისა და ხალხმრავლობის შედეგად მოხდა. 

"ქვემო ქართლში დაფიქსირებული 107 ახალი შემთხვევის ძირითადი წყარო, ისევ და ისევ ხალხმრავალი შეკრება გახლავთ. კონკრეტულად კი, დიდი საქორწინო სუფრა. ამ ფაქტმა გამოიწვია რეგიონში ეპიდემიის აფეთქება და სასწავლო დაწესებულებაზე გავრცელება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები