19 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
როგორ გადასცეს შეიარაღებულ პირს მოთხოვნილი თანხა და რატომ მოუწია თავის მართლება მოქმედ სამხედროს - ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალები

ვინ იყო თავდამსხმელი და როგორ გამოიყურება ზუგდიდში განვითარებული მოვლენების მთავარი პერსონაჟი ნიღბის გარეშე, ისევ უცნობია.

ვიდრე სამართალდამცავი უწყება სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობს, საზოგადოებისა და მედიის ნაწილი კონსპირაციის რამდენიმე თეორიაზე საჯაროდ მსჯელობს. ბრალდებების ერთ-ერთ ადრესატად ყოფილი მძევალიც იქცა, ის ბოროტმოქმედის თანამზრახველობაში დაადანაშაულეს, მის ნათესავს, სამხედრო ჩინოსანს კი, დღეს სამსახურიდან, თავდაცვის სამინისტროდან უწევდა თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ ბოროტმოქმედი არ არის.

500 მილიონი დოლარით გაქცეული თავდამსხმელი ამ დრომდე მიმალვაშია. ბოროტმოქმედის ადგილსამყოფელის დასადგენად კი ძალოვანები ოპერაციას განაგრძობენ.

დღის ამბები