19 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ვინ არის პირი, რომელიც "საქართველოს ბანკს" თავს დაესხა - შსს მედიას და საზოგადოებას სთხოვს, მისი ფოტოები არ გაავრცელონ

"საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრიდან მეოთხე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა დაადგინა.

უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა და მედიას და საზოგადოებასაც მოუწოდა, რომ თუ სხვადასხვა წყაროს საშუალებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

ძალოვანი უწყება ასევე აცხადებს, რომ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის სამხარეო სამმართველოში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გრძელდება გათავისუფლებული მძევლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცედურებიც.

დღის ამბები