რუსთავში 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალაგაზრდა "კოვიდ-19-ის" მატარებელი იყო.
მას ვირუსი უსიმპტომოდ განუვითარდა და კოვიდკლინიკიდან გუშინ გამოწერეს.
უცნობია, გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი მსოფლიოში გავრცელებული ინფექცია.
გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდა ანსამბლ "თუთარჩელას" წევრია. მათთვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
ანსამბლში გვითხრეს, რომ როგორც ანსამბლის 30 წევრს, მასაც ჰქონდა კორონავირუსი.
გარდაცვალების დროს ის საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც გონება დაკარგა. ახალგარდა სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.