20 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
"საქართველოს ბანკის" საქმეს შსს ტერორიზმის მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ დანაშაულს ტერორიზმის მუხლით იძიებს. 

ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს,"- აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

დღის ამბები