თავდამსხმელის ამოცნობას დღეს ყოფილი მძევლებიც ცდილობდნენ. ის პირები, რომლებიც ყოფილ სამხედროს ბოლო წუთამდე მძევლად ჰყავდა აყვანილი და სოფელ კირცხამდე გაიყოლა, "კურიერთან" საუბარში ბადრი ესებუასა და თავდამსხმელს შორის მსგავსებას არ გამორიცხავდნენ. მათი ისტორიები დღეს უფრო აქტუალური გახდა.
როგორ იქცეოდა, როდის იყო აგრესიული, შეამჩნიეს თუ არა რაიმე განსაკუთრებული, რომლითაც დამნაშავის იდენტიფიკაციაა შესაძლებელი.
ბანკში შეჭრიდან - გათავისუფლებამდე - ყოფილი მძევლები დეტალებს იხსენებენ.