მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევა ჩაიშალა - ამის შესახებ სომხეთის პრემიერი "ტვიტერზე" წერს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაბომბვებს მსხვერპლი მოჰყვა.
პარალელურად, ქალაქ გუბად-ლის გათავისუფლების შესახებ იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება. ინფორმაციას ადასტურებს ოფიციალური ერევანიც.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, კი სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის კუთვნილი ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
კონფლიქტის მხარეებს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით ჰუმანიტარული ზავი ოფიციალურად გუშინ დილიდან ამოქმედდა, თუმცა მალევე აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.