საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები სწორ დროს დააწესა, რის შედეგადაც დღეს ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და გაჯანსაღება დაიწყო.
"ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლიტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდილოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს.
იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო მოვმზადებულიყავით.
ამით დავზოგეთ შესაძლებლობები და დღეს, სწორედ იმიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და დაიწყო გაჯანსაღება, რომ ჩვენ პირველი ორი-სამი თვე გავატარეთ ეს მკაცრი შეზღუდვები.
სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ეკონომიკის აღდგენაზე და ეკონომიკის აღდგენა რომ მიმდინარეობს, ამაზე ციფრები მეტყველებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.