19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"სამოქალაქო პლატფორმა 2020-მა" წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "სამოქალაქო პლატფორმა 2020" წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ადმინისტრაციული და ინსტიტუციური რესურსის გამოყენება, საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებზე გახშირებული ძალადობის ფაქტები და პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს, ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ანგარიშშია ასახული.

"მმართველი პოლიტიკური პარტია აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საჯარო სამსახურში ან ბიუჯეტით დაფინანსებულ საქართველოს მოქალაქეებს მუშაობაში რთავენ და სარგებლობენ ამ რესურსით. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარნეულის ფაქტს, ვინაიდან იქ თავდასხმა ჩვენს დამკვირვებელზე მოხდა. ასევე მნიშვნელოვანი თავი უკავია ჩვენს ანგარიშში, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას,"- აცხადებს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის" აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე.

დღის ამბები