19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"განისაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები ბიულეტენების ბათილად ცნობის შესახებ" - "ძალა ერთობაშია" ცესკოს წერილობით მიმართავს

ბლოკი "ძალა ერთობაშია" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილობით მიმართავს. ოპოზიცია მოითხოვს, განისაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, ბიულეტენების ბათილად ცნობის შესახებ. "ძალა ერთობაშიას" წევრების განცხადებით, ბოლო არჩევნებზე, გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობამ დაახლოებით 4 პროცენტი შეადგინა, რაც 60 ათასი ხმაა.

ბლოკის წევრების განმარტებით ამ მონაცემებს ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

"კატეგორიულად მიუღებელია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარისკოს საზოგადოების ნდობა მისი საქმიანობის მიმართ და ამიტომ, საგანგებო რეჟიმში ვთხოვთ, რომ მიიღოს დამატებითი რეგულაციები, განმარტებები მისცეს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ კეთილსინდისიერად განმარტონ თითოეული ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი. რადგან, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები