19 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
დაჭრა კარტოზიას ქუჩაზე - რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება ჯერჯერობით უცნობია

ფიზიკური დაპირისპირება თბილისში, რომელიც ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა - შემთხვევა კარტოზიას ქუჩის 2 ნომერთან გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, რომელთაგან ერთს ცივი იარაღიც ჰქონდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

კონფლიქტის შესახებ ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. მათ არ იციან რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში და რამ გამოიწვია ინციდენტი. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გვიან ღამით ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება შენიშნეს.

როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირები, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა კონკრეტულად, რამ გამოიწვია კონფლიქტი - ამ დეტალებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება არ საუბრობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა კონკრეტული მუხლებიც არ საჯაროვდება.

დღის ამბები